23 წელი გავიდა საბჭოთა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, თუმცა დღემდე საქართველო რუსეთის მიერ დაწერილ სცენარით აგრძელებს თავის პოლიტიკურ არსებობას რის გამოც ნამდვილ (მაღალი ხარისხის) დამოუკიდებლობას ვერ მიაღწია. ამის თქმის საშუალებას მრავალი მიზეზი მაძლევს, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთ საკითხს შევეხები. დღემდე არც ერთმა "ხელისუფლებამ" არ მიიღო კანონი ლუსტრაციის შესახებ. პარლამენტში, მთავრობაში და სხვადასხვა თანამდებობებზე მყოფი ადამიანების შესახებ ქართველმა ხალხმა, ამომრჩევლებმა ბევრი რამ არ იცის. არჩევნების დროს თუ თანამდებობაზე დანიშვნისას,  წარმოდგენილია ხოლმე ავტობიოგრაფია, რომელიც შრომის წიგნაკიდან ამონაწერს უფრო გავს, რომელიც კადრების უფროსებისთვისაა გათვლილი ვიდრე მოსახლეობისთვის. არ არის ცნობილი ცხოვრებისეული მორალური, ზნეობრივი, მამულიშვილური თუ  პირიქით მოღალატეობრივი, კორუმპირებული, კრიმინალური დეტალები. ასევე არსებობენ საბჭოთა დროინდელი თუ პოსტსაბჭოთა ყოფილი პოლიტპატიმრები, რომელთა შესახებ ამომრჩეველებს არ აქვთ დეტალური ინფორმაცია, ეს იქნება პოლიტპატიმრობის სტატუსის მინიჭების მიზეზი თუ უბრალოდ პოლიტიკური მოღვაწეობა.
                    2013 წლის ნოემბერ–დეკემბერში საქართველოში ყოფნის დროს, ვეწვიე შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს, რათა მენახა და მიმეღო ჩემი დაპატიმრების გამოძიებისა და გასამართლების მასალები. არქივის თანამშრომლებმა თავაზიანად მიმიღეს, გამომიტანეს რამოდენიმე ყუთი, რომელშიც რამდენიმე ტომისაგან შემდგარი მასალა ინახებოდა. ამიხსნეს, რომ მათ შეეძოთ დასკანირებული ვერსია მოეცათ, რომლის ერთი გვერდი ღირდა 3 ლარი, მთლიანი მასალის ფასი 3000 ლარი გამოვიდა, ვინაიდან ამ თანხის გადახდა არ შემეძლო, შევარჩიე ზოგიერთი საარქივო მასალები, რომელიც ასახავს დაპატიმრების, გამოძიების და გასამართლების დოკუმენტებს. ამჯერად რისი გადახდაც შევძელი დაახლოებით 200 ლარით შეფასებული დასკანირებული, მასალა მაქვს ხელთ.  
         მე არასდროს დამიმალია ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ, განაჩენი დაბეჭდილი იყო 1984 წელს პარიზში გამოცემულ ჟურნალ "გუშაგში", 1988 წელს საქართველოში ჟურნალ "ივერიაში", დაახლოებით ერთი წელია განაჩენის სრული ორიგინალი ვერსია, განთავსებულია სოციალურ ქსელში ფეისბუკზე. ამჯერად ჩემს ხელთ არსებული მასალასაც დავამატებ, თუმცა მომავალში ფინანსური საშუალების შემთხვევაში სრულ ვერსიას მივაწოდებ დაინტერესებულ საზოგადოებას აქვე მინდა მოუწოდო ყველა დროის პოლიტპატიმრებს საჯარო გახადონ საკუთარი დაპატიმრების, გამოძიებისა და გასამართლების დეტალური ინფორმაცია. მინდა ერთ გარემოებაზე შევაჩერო მკითხველის ყურადღება, ნათქვამია "კარგ მთქმელს, კარგი გამგონე უნდაო". ისევე, როგორც ყველა მწერლის ნაშრომს შესაბამისი განათლების მკითხველი სჭირდება, ეს იმიტომ მოვიყვანე მაგალითად, რომ მინდა ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე გავამახვილო თქვენი ყურადღება: საგამოძიებო მასალები, საბრალდებო დსკვნა და განაჩენი გამომძიებლების, უშიშროებისა და სასამართლოს თანამშრომლების ენაზე არის დაწერილი, ამიტომაც ეს ტქესტები არ არის გათვლილი ნებისმიერ მკითხველზე და ალბათობა იმისა, რომ განსხვავებული ცოდნის მქონე მკითხველმა სამართლის სფეროში განსხვავებული აზრი გამოიტანოს საკმაოდ დიდია. საილუსტრაციოთ საბრალდებო დასკვნაში ერთ ფრაზაზე  შევჩერდები, თავი დამნაშავედ სცნო მაგრამ არ მონანია; თუ არ მოინანია თავს რატომღა გრძნობს დამნაშავედ, მოდის ეს შეასაბამისობაში თუ არა? ამდაგვარი მაგალითი ბევრია.
        ყველას კარგად მოგეხსენებათ, კგბ–ში მომუშავე პირები თითოეულ საქმეზე ოპერატიულ მასალებს ფლობდნენ, ამისთვის შესაბამისი რესურსიც ჰქონდათ არსენალში, შეეძლოთ ცემა, წამება, შანტაჟი და ფსიქოლოგიური ზემოქმედება... ასევე პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, უფრო მეტად დაეჯერებინათ დასაკითხი პირები, რომლებსაც არ ქონდათ საჭირო გამოცდილება და მოუმზადებლები ხვდებოდნენ გამომძიებლის მიერ მომზადებულ ხაფანგში.  
       მასალებში კარგად ჩანს, დაკითხვების დროს გამომძიებლის მიერ დასმული შეკითხვები ორ ალტერნატივას გვთავაზობს, ფაქტების დადასტურებას, ან უარყოფას, ეს ერთგვარი ხელოვნებაა, რომელიც სასურველი პასუხის მიღებაში ეხმარებოდა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გამომძიებელმა უფრო მეტი იცოდა ვიდრე თითოეულმა დაკითხულმა პირმა, გამომძიებლებს ყველა დეტალი გააჩნდათ აღნიშნულ საქმეზე, ბრალდებულის მხრიდან მხოლოდ თანხმობა იყო საჭირო, უარყოფას არანაირი აზრი არ ქონდა, ხოლო პასუხი გამომძიებლის ხელით, სიტყვებით იწერებოდა, დაკითხული პირების გამოუცდელობიდან გამომდინარე სწორედ გამომძიებლის წისქვილზე ასხამდნენ წყალს. 
          ამასთანევე ავღნიშნავ, რომ კგბ–ს ჩანერგილი პირი, რომელიც ორგანიზაციაში თითოეულმა წევრმა ერთმანეთისგან განსხვავებით ამოიცნო გივი ბერდიას–ძე მაყიშვილი იყო, არ არის გამორიცხული სხვაც ყოფილიყო, მიუხედავად ჯაშუშის არსებობისა კგბ–ს მაინც ბევრ კითხვაზე დარჩა პასუხი გაუცემელი, რასაც დაკითხვის ოქმების და საბრალდები დასკვნის მასალების გაცნობისას უფრო ნათლად იხილავთ.
      ამასთანავე შეიძლება ითქვს, რომ არსებული გამოძიება "დამაკმაყოფილად" ჩათვალეს, "ბრალეულობა" საკმარისი იყო გასამართლებისთვის. ასევე ვფიქრობ, რომ კგბ–ს ინტერესებში არ შედიოდა ზოგიერთი ფაქტის დაზუსტებადა ზოგიერთი პირების დაპატიმრება, გასამართლება, რომლებსაც შემდგომში თავისი ინტერესების მიხედვით კიდევ გამოიყენებდნენ. ბოლოს ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ დაპატიმრებამდე, ჩანერგილი აგენტის (თუ აგენტების) გარდა, არავის არავინ უმხელია, არავის არავის წინააღმდეგ ჩვენება არ დაუწერია, ყველა წევრი ერთგული დარჩა თავისი საქმისა, რასაც თავისი ნებით, ენსთუზიაზმითა და პატრიოტული მოსაზრებებით უანგაროდ ემსახურებოდა.    



საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი 

ორგანიზაცია ( სეგო )  დოკუმენტური ფილმი 

 




ფრაგმენტი საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის უახლესი ისტორიიდან

ზაქარია ლაშქარაშვილის ინტერვიუ ჯანრი კაშიასთან 1988 წელი რადიო თავისუფლება 


საბრალდებო დასკვნა რუსულად






    რუსულიდან ნათარგმნი საბრალდებო დასკვნა

             
















განაჩენი























ბრალდებულის დაკითხვის ოქმი
25 ივლისი, 1983 წელი.





16 აგვისტო, 1983 წელი.





18 აგვისტო, 1983 წელი.




19 აგვისტო 1983 წელი





4 ნოემბერი, 1983 წელი.





5 დეკემბერი, 1983 წელი.







23 დეკემბერი, 1983 წელი.



6 იანვარი, 1984 წელი.





განცხადება 29 დეკემბერი, 1983 წელი.


ოქმი



ჟურნალი გუშაგი









ჟურნალ "გუშაგის" რედაქტორსა და გამომცემელს განსვენებულ  ბ - ნ  გიორგი წერეთელს სახელი და გვარები შეეშალა უნდა იყოს მარცხნივ ზურაბ ჭავჭავაძე, მარჯვნივ ზაქარია ლაშქარაშვილი.

 






სატელეფონო საუბრიზურაბ ჭავჭავაძე და ზაქარია ლაშქარაშვილი


  ვინც ნახავს ვიდეო ჩანაწერს "ღირსების სასამართლოს", რომელიც შედგა 1989 წელს, ყურადღება მიაქციეთ და დაიმახსოვრეთ ზვიად გამსახურდიას დამცველები, "მეგობრები". ამის შემდეგ ქვემოდ ნახავთ ვიდეო მასალებს და ფოტოებს, რომლებიც ერთი წლის შემდეგ არის გადაღებული; სადაც ზვიადის მომხრეები და მის მიერ დანიშნული მთავრობის წევრები არიან აღბეჭდილი. დასკვნები თვითონ გამოიტანეთ.

ღირსების სასამართლო 9 იანვარი, 1989 წელი


ზაქარია ლაშქარაშვილის ვიდეო ჩანაწერები წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე პირველი  ნაწილი

მეორე  ნაწილი
მესამე  ნაწილი
მეოთხე  ნაწილი
მეხუთე  ნაწილი
მეექვსე  ნაწილი
მეშვიდე  ნაწილი
მერვე  ნაწილი
მეცხრე  ნაწილი
მეათე  ნაწილი
მეთერთმეტე  ნაწილი
მეთორმეტე  ნაწილი 
მეცამეტე  ნაწილი
მეთოთხმეტე  ნაწილი
მეთხუთმეტე  ნაწილი
მეთექვსმეტე  ნაწილი
მეჩვიდმეტე  ნაწილი
მეთვრამეტე ნაწილი
მეცხრამეტე  ნაწილი
მეოცე  ნაწილი
ოცდამეერთე  ნაწილი
ოცდამეორე  ნაწილი
ოცდამესამე  ნაწილი
ოცდამეოთხე  ნაწილი
ოცდამეხუთე  ნაწილი
ოცდამეექვსე  ნაწილი
ოცდამეშვიდე ნაწილი

ოცდამერვე  ნაწილი
ოცდამეცხრე  ნაწილი
ოცდამეათე  ნაწილი
ოცდამეთერთმეტე  ნაწილი
ოცდამეთორმეტე ნაწილი
ოცდამეცამეტე  ნაწილი
ოცდამეთოთხმეტე  ნაწილი
ოცდამეთხუთმეტე  ნაწილი
ოცდამეთექვსმეტე  ნაწილი
ოცდამეჩვიდმეტე  ნაწილი
ოცდამეთვრამეტე  ნაწილი
ოცდამეცხრამეტე  ნაწილი
მეორმოცე  ნაწილი
ორმოცდამეერთე  ნაწილი
ორმოცდამეორე ნაწილი
ორმოცდამესამე ნაწილი
ეროვნული კონგრესი 1990 1991წწ

ირაკლი წერეთლის გამოსვლა 1991 წელი

ოპოზიციის და კიტოვანის აქცია ტელევიზიასთან 1991წ

           

 

ნაძირლების გადატრიალება 1991-1992.

საქართველო. 1991 წელი 

სიგუა და კიტოვანის ამბოხი(04.10.91) ნაწილი 2

ჟურნალი "ივერია"

ზვიად გამსახურდიას მონანიება

      ღირსების სასამართლოზე ზვიად გამსახურდიამ თქვა, რომ ისტორია, მომავალი დაადგენდა სიმართლეს. 1989 წლის ბორითის ავტოკატასტროფის შემდეგ, რაც მერაბ კოსტავა და ზუარბ ჭავჭავაძე გარდაიცვალნენ, აშკარად გამოამჟღავნა თავი და სიმართლის დადგენას თვითონვე შეუწყო ხელი, რაც ქვემოდ მოყვანილ მასალებში ჩანს 
      ღირსების სასამართლოზე ზურაბ ჭავჭავაძე და მისი მომხრეები რომ მართლები იყვნენ და ზვიად გამსახურდია მალავდა ცილისწამების ფაქტს, ვიდეოს მნახველ და მასალის მკითხველი საზოგადოება მიხვდება თუ რატომ იყო ზვიადი და მისი მომხრეები აგრესიულად გამწყობილები, რატომ იყენებდნენ მუქარას, უწმაწურ სიტყვებს,... საზოგადოება თვითონ შეაფასებს და გამოიტანს სწორ დასკვნას.  
გაზეთი "ივერია" № 34 , ოქტომბერი, 1992 წელი.
გაზეთი "ივერია" № 25. 30.09.1990
რადგან გაზეთის დასკანერებული ვერსია არ იკითხება, ქვემოდ გთავაზობთ წასაკითხად გამარტივებულ გადაბეჭდილ ვარიანტს.
ივერია N 25
თბილისი-მიუნხენი (ზვიად გამსახურდიას სატელეფონო-საინფორმაციო საუბარი თენგიზ გუდავასთან ბორითის ავტოავარიის შემდგომ დღეებში) ზვიად გამსახურდიას სატელეფონო საინფორმაციო საუბარი თენგიზ გუდავასთან მკაფიო ილუსტრაციაა ზვიად გამსახურდიას მორალური სახისა. ( ჩანაწერი მივიღეთ მიუნხენიდან). ჩვენ არაფერს ვამბობთ იმ წარმოუდგენელ ულოგიკობაზე და ცილისწამებაზე, რომ მერაბ კოსტავას მკვლელობის მიზნით ავტოავარიის მოწყობას იგი აბრალებს ზურაბ ჭავჭავაძეს და თამარ ჩხეიძეს; არაფერს ვამბობთ იმ აბსოლუტურ სიყალბეზე, რომ თითქოს მერაბ კოსტავა თურქების ჩამოსახლების მიზნით წაიყვანეს ქუთაისში (სინამდვილეში ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრებს შეხვედრა ჰქონდათ დანიშნული ქუთაისის ინტელიგენციასთან მიმდინარე საკითხების შესახებ, ხოლო მერაბ კოსტავა, რომელიც ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრიც იყო, იქ მიდიოდა წმინდა ილია მართლის საზოგადოების მიერ სამხედრო სამსახურის შესახებ მოწყობილ აქციასთან დაკავშირებით), აგრეთვე სხვა ცილისწამებებზე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელთა მისამართით. ( რად ღირდა თუნდაც ის, რომ მერაბ კოსტავაზე ამბობს: " გამოატვინეს, საერთოდ დაუხშვეს ტვინი. " ), მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს იმ შემაძრწუნებელი და ამაზრზენი ფაქტის სესახებ, თუ როგორ მოიხსენიებს იგი ავტოკატასტროფაში უმძიმესად დაშავებულ ზურაბ ჭავჭავაძეს, კაცს, რომლის როლზე ეროვნულ მოძრაობაში და მის უდიდეს ადამიანურ ღირსებებზე, აგრეთვე მის მიმართ ყოვლად უზნეო და არაადამიანურ დამოკიდებულებაზე (ზვიად გამსახურიდას მხრიდან) ნათლად მეტყველებს ქვემოთ მოყვანილი ორი-სამი ფრაგმენტი იმ წერილებიდან, რომელიც ზურაბ ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდგომ დღეებში გამოქვეყნდა: "ნეტავ ასეთ რა ცოდვას ვატარებთ, რომ ბედისწერას აღარ ჰყოფნის ჩვენი ცრემლი და ურვა... ეგებ ამ ცოდვაზე უნდა ჩაგვაფიქროს შენმა სიკვდილმაც, და ჩვენი სულის მიუვალ ბნელში ის უდაბნო აღოგვაჩენინოს, რომელიც სიყვარულის ნაკლებობით გახრიოკებულა, აღმოგვაჩენინოს და გვათქმევინოს ბოლოს და ბოლოს, რომ ვიდრე სიძულვილით და გესლით, შურითა და სისასტიკით აღვსილვართ ერთმანეთის მიმართ, - ჩვენი განსაცდელი არ დაილევა... მიდიხარ საქaთველოდან, როგორც მრავალი წასული მისგან: ნაწილი საზოგადოებისაგან გულმხურვალედ შეყვარებული, ნაწილისაგან გულმოკლული და განწირული, სულთმობრძავსაც კი არ გაკლებდნენ შეჩვენებასა და ცილისწამებას...!" ( ნაირა გელაშვილი ). " შენ ხომ ვერ გიცნო შენმა ერმა, გულიც ბევრჯერ გატკინეს, მადლობის ნაცვლად უმადურადაც მოგექცნენ, მაგრამ ამით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი შენს სიმაღლეს,რომელსაც, ვაგლახ, ვერ მივწვდებით ცოდვით დამძიმებულნი, ასეთი ყოფილა ნათელ კაცთა ბედი... ვეღარ შეეფერებოდნენ, ზურა, შენი და მერაბის წმინდა სულები ცოდვით დამძიმებულ სოფელს, ამიტომაც გიხმოთ ზეცამ. ღვთის ნებაც იყო და ღვთის რისხვაც ჩვენს თავს. არ ვყოფილვართ ჩვენ თქვენი ღირსნი..." ( გიორგი მაისურაძე, უნივერსიტეტის პრესკლუბი). ,, რა მოუშუშებელი და ენითგამოუთქმელი იარაა, რა დიდი ტკივილია შენი ამქვეყნიური არარსებობა... არადა, როგორ სჭირდება დღეს ჩვენს ეროვნულ მოძრაობას შენისთანა გონიერი, წესიერი და მართალი ადამიანები, ხოლო ჩვენს ახალგაზრდობას შენისთანა დინჯი, დარბაისელი , ზრდილი და კეთილშობილი თავკაცი და წინამძღოლი". ( რევაზ ბალანჩივაძე) და სწორედ ასეთ ადამიანზე ( რაოდენ ნიშანდობლივია, რომ სწორედ ასეთ ადამიანზე!) წარმოთქვა ზვიად გამსახურდიამ ის საშინელი და ამაზრზენი სიტყვები, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ... რუსული ტექსტი გამოქვეყნდება ჩვენს გაზეთ "კავკასიონში" ... მე რომ ვამბობდი, აი, ეს ყველაფერი ახდა, მაგან, აი, შვიდჯერ მოუწყო მას ავარია, თენგიზ. ეს მერვეჯერ იყო, გესმის?! დიახ, მან ეს ყველაფერი განზრახ გააკეთა.ის იყო მიგზავნილი და ეს ნაძირალა ჭავჭავაძე, გესმის? სანამ არ დაღუპეს, მანამდე არ შეეშვნენ, ისინი ყოველთვის მოდიოდნენ, როდესაც ჩვენი აქცია იწყებოდა, მოდიოდნენ და ძალით მიჰყავდათ სადღაც, გესმის? თითქოსდა საქმეზე. ახლა წაიყვანეს, რომ თურქებისათვის საქართველოში დასახლების ნება მიეცათ; გესმის? და რომ მათი კონტეინერები ჩამოეყვანათ. -ზვიად, ზვიად, შენ ის მითხარი, ისინი თბილისიდან ქუთაისისკენ მიდიოდნენ თუ ქუთაისიდან თბილისისკენ? - ქუთაისიდან, სადაც მან ის წაათრია, გაიგე? დაათრო იქ ის და მის გვერდით იჯდა. რაღაც საეჭვო მანქანა გამოჩნდა, შემხვედრი, არავინ იცის ეს მოწყობილია, არაა მოწყობილი, ჯერ არაა გამოკვლეული, გესმის? მაგრამ, ფაქტია, რომ ერთი კვირის წინ ყოფილი სუკ-ის თანამშრომელი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ რამდენიმე დღეში შენ და მერაბს მოგაშორებენო, გესმის, მოგაშორებენო. შენ აგაფეთქებენო, მთელ სახლს, ამიტომ ბავშვები წაიყვანეო სახლიდან, გესმის? შენ აგაფეთქებენ და მერაბს სხვანაირად მოაშორებენო. ვაჟა ადამიასაც, ვაჟა ადამიას იცნობ, ხომ?
-ვის, ვის? - ვაჟა ადამია, მერაბის უახლოესი მეგობარი და ჩემი მეგობარი. აი, მას უთხრეს, რომ მოგვაშორებდნენ, გესმის? შემდეგ მან თქვა, რომ თქვენით დაინტერესებული არისო სამხედრო შტაბის განსაკუთრებული განყოფილება და სამხედრო დაზვერვა. სამხედრო დაზვერვა დაინტერესებულია, რომ თქვენ სასწრაფოდ მოგაშორონო. შემდეგ კიდევ : სადღაც ჩემმა მეგობარმა გაიგო მოსკოვიდან, გენერალური შტაბიდან, ისევე განსაკუთრებული განყოფილებიდან, რომ 15 ოქტომბრამდე ყველა ლიდერს მოაშორებენო, გესმის? აი, ამას ემთხვევა, რომ ჭანტურიამ და მისმა ბანდამ ახლა გაახშირა ჩვენზე თავდასხმები და მუქარები, ტერორით გაგისწორდებითო, ჩვენ ისეთები ვართო, ჩვენ შეიარაღებული ვართო კბილებამდე, მოგსპობთო. აი, ასეთი რამეები. - ზვიად, შენ მე ერთი ის მითხარი, როდესაც ავარია მოხდა, შემხვედრი მანქანა იყო? - შემხვედრი იყო, რა თქმა უნდა, და არავინ იცის, რა მანქანაა ეს. ჯერ უნდა გამორკვეულ იქნას, გაიგე? - ზუსტად მითხარი, ჩვენთან აქ ახალ ამბებში, ცნობებში წერია, რომ ქუჩაში არავითარი მანქანა არ იყო. - იყო შემხვედრი მანქანა, რომელსაც ის შეეჯახა და რომლის სახურავზეც შემოჯდა, გესმის? - აა, მანქანას შეეჯახა? - ის შემოჯდა სახურავზე, გადატრიალდა და შემდეგ დაეცა შემხვედრი მანქანის სახურავზე, გესმის? მაგრამ, მიზეზი, რატომაც გადაბრუნდა, ის არის, რომ უზარმაზარი სიჩქარე ჰქონდა. - ვის მოჰყავდა მანქანა? - თამარას, თამარას, კაცო. - თამარას მიჰყავდა? - თამარას, და ჭავჭავაძეც იჯდა. - მისმინე, ჭავჭავაძე როგორაა ახლა? ამბობენ, რომ მოკვდა... - არა, რაფრით არ ჩაძაღლდა ჯერჯერობით. თამრიკო კი მშვენივრად გრძნობს თავს. მან შვიდჯერ მოუწყო მას ავარია, მერვეჯერ კი მოკლა. ასე რომ, ეს ძალიან ბნელი ისტორიაა, თენგიზ, ძალიან ბნელი. ჩვენს წინააღმდეგ ტერორის კამპანია ძალიან გააქტიურდა. აი, ასეა. -გასაგებია, კიდევ რა არის, ზვიად, მომიყევი, მე ყველაფერი მაინტერესებს. რა ხდება კიდევ. -ჭანტურიას შესახებ მე უკვე გითხარი, რომ ის გადავიდა მუქარებზე, ტერორზე, ამბობს, რომ მე შეიარაღებული ხალხი მყავსო. ვაჟა ადამია სცემეს, ირაკლი წერეთელი გასულ წელს კინაღამ მოკლეს, შენ იცი, ისინი ასეთი მეთოდებით მოქმედებენ. მათთვის არავითარი დემოკრატია არ არსებობს, ეს ტიპიური ნეოფაშისტური დაჯგუფებაა, მე ხომ გითხარი, ასე რომ არ დაუჯეროთ იმ ჭორებს, რომელსაც ისინი გადმოგცემენ, ახლა მე ერთ დოკუმენტს გიკარნახებ, ისმის? -კი, კი, რა თქმა უნდა. -ჩაიწერე მაშინ. -დიახ, დიახ, გისმენ, მიკარნახე. - ,,მიმართვა: 1989 წლის 30 ივლისის მოსკოის გაზეთ ,,ექსპრეს ქრონიკის'' 31-ე ნომერში დაიბეჭდა შემდეგი სახის ცილისმწამებლური ინფორმაცია,რომელიც პარიზში გამომავალმა ,,რუსკაია მისლ''- მაც გადაბეჭდა: ,,თბილისიდან და სოხუმიდან მოდის შეტყობინება მასზედ, რომ დასავლეთ საქართველოში არსებობენ თვითმოქმედი შეიარაღებული ფორმირებანი. მათ ორგანიზაციას ახდენდა ზვიად გამსახურდია''. ცხადია, ეს ინფორმაცია შეიძლება ჩაითვლოს არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნების - ზვიად გამსახურდიას, არამედ მთელი ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის კომპრომეტაციის მცდელობად, მით უფრო, რომ ცნობა გამოქვეყნდა ისეთ სოლიდურ და ფართოდ გავრცელებულ დისიდენტურ გაზეთში, როგორიც არის ,,ექსპრეს ქრონიკა". ბუნებრივია, აღშფოთებულმა ქართულმა საზოგადოებამ დეზინფორმაციის წყაროს დადგენის მიზნით შეკითხვით მიმართა გაზეთის რედაქციას. გაზეთის პასუხისმგებელმა რედაქტორმა სერგეი ლიოზოვმა აღნიშნული ინფორმაციის მიმწოდებლად, სხვადასხვა პირებთან, კერძოდ ეროვნული ღირსების ჯგუფთან, მერაბ კოსტავასთან და სხვებთან არაერთგზის დაასახელა ვინმე ანონიმი აფხაზეთის სახალხო ფრონტიდან და საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ კატეგორიული უარი განაცხადა იმ ინფორმაციის ავტორობაზე 1989 წლის 10 ოქტომბრის ჩვენს მიმართვაში, ,,ექსპრეს ქრონიკის'' რედაქციას ეთხოვა, რათა წერილობით განემრტა ეს წინააღმდეგობა. ჩვენის აზრით, ,,ექსპრეს ქრონიკის'' რედაქცია ყოვლად გაუმართლებლად აჭიანურებს რეაგირებას ქართული საზოგადოებრიობის ამ მოთხოვნაზე. ამდენად, საქართველოს ეროვნული ხსნის მთავარი კომიტეტი თავს უფლებას აძლევს ბრალი დასდოს გაზთს წინასწარ განზრახულ არაობიექტურობაში, რითაც ის ფაქტიურად ჩაება კრემლის მიერ გამზადებულ ანტიქართულ კამპანიაში. საქართველოს ეროვნული ხსნის მთავარი კომიტეტი რუსულ და მსოფლიოს დემოკრატიულ აზრს, ყველა კეთილი ნების ადამიანს მოუწოდებს, რათა ისინი მეტი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ მიმართულ მცდარ ცილისმწამებლურ განცხადებებს. " საქართველოს ეროვნული ხსნის მთავარი კომიტეტი, 1989 წლის 6 ოქტომბერი.'' ახლა მერაბის განცხადება: ,,მერაბ კსტავას განცხადება: თუკი შედგება ღირსების სასამართლო ,,ექსპრეს ქრონიკაში'' ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებით, ვინაიდან გავდივარ თბილისიდან, ვადასტურებ შემდეგს: ამა წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ამ ამბით დაინტერესებული, ტელეფონით ვესაუბრე ლიოზოვს, რომელმაც მამცნო: ეს ინფორმაცია მაქვს....(არ ისმის, რედ.).... წყაროდან.შემდეგ დაურეკა თბილისში ირინა სარიშვილს (საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პრეს-მდივანს), რომელმაც დაადასტურა ეს ინფორმაცია. მერაბ კოსტავა. 18 სექტემბერი. 1989 წელი''. ყველაფერი გასაგებია, ხომ, თენგიზ? -ზვიად,მომისმინე,მაპატიე,ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ ახლა, როგორც იტყვიან, ასეთი ტრაგედია დატრიალდა, მოდი ცოტათი გადავდთ ეს ქიშპი.
-მე ეს უბრალოდ გიკარნახე, რომ შენთვის ცნობილი იყოს -მაგრამ შენ ეს ყველაფერი უკვე მომიყევი წინა საუბრისას. -მაგრამ მერაბის წერილი ხომ არ იცოდი? -ნუ შენ სწორედ ისე თქვი, რომ მერაბიც, ასე რომ ვთქვათ, ასე თვლისო. -მაგრამ ის (ჭანტურია, რედ.) არ ასვენებს, მიუხედავად ტრაედიისა და ყველაფრისა, აგრძელებს ამ ბრძოლას, გესმის? ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სიმართლე ამის შესახებ. ასე რომ, თქვენ მალე მიიღებთ მერაბის ხელწერილს ამ საკითხზე. -ზვიად, მე რამდენიმე შეკითხვა მაქვს, ის მიტინგები და მჯდომარე გაფიცვა გრძელდება? -მჯდომარე გაფიცვა არმიასთან დაკავშირებით? -ჰო, არმიასთან დაკავშირებით.. -იქ გაკრულია პლაკატები: ,,ჩვენ უარს ვამბობთ საოკუპაციო არმიაში სამსახურზე ''ინგლისურად, უარს ამბობენ საოკუპაციო არმიაში სამსახურზე. ეს ის კი არ არის, რომ უბრალოდ საქართველოში დატოვონ. გესმის, ისინი საერთოდ უარს ამბობენ არმიაში სამსახურზე, როგორც საოკუპაციოში. ჯერ ,,შიმშილობა'' არ არის, ჯერ მჯდომარე გაფიცვაა, 55 კაცია, ყოველ საღამოს მიტინგები ტარდება. -ახლა კიდევ ერთი საკითხი, ზვიად. აი, რკინიგზის ბლოკადის შესახებ, რომელიც აზერბაიჯანმა სომხეთს განუცხადა. საქართველოც ჩარეულია როგორღაც? - არა , არა საქართველო არ მონაწილეობდა, უბრალოდ, საქართველო დაზარალდა ამის გამო, რადგან ბენზნი არაა, საერთოდ, დიდი რიგებია, რადგან აზერბაიჯანმა დააკავა ძალიან ბევრი ჩვენი ვაგონი. იმიტომ, რომ როცა ჩვენებმა მიიღეს ბენზინი, აგზავნიდნენ მას სომხეთში, ჩვენი დურაკები, გესმის, ხლა აზრბაიჯანი გვსჯის ამისთვის. - აჰა! - ახლა თენგიზ, აი, ეს-ესაა მე დამირეკა უცნობმა და მითხრა ერთით ნოლი ჩვენს სასარგებლოდო. გესმის, ეს აშკარად სუკ-ია! გესმის? მერაბის სიკვდილი - ერთით ნოლია სუკ-ის სასარგებლოდ. აი, აქედან ჩას, რომ ისინი მონაწილეობენ ყველაფერში. - ჰო, გასაგებია, - აი ამ ნაძირლებმა მიაგზავნეს თამარი და ზურაბი და უთხარი ეს გულნარას, თეენგიზ, რომ თამარი და ზურაბი მალე ასიათასიან მიტინგზე გამოცხადდებიან ქართველი ხალხის მოღალატეებად გესმის, მავნებლებად და საერთოდ, მათი ადგილი არ იქნება ქართულ მიწაზე, რადგან მათ დაღუპეს მერაბ კოსტავა. ისინი მკვლელები არიან, გესმის? ასე რომ, თქვენ ეს გაითვალისწინეთ და იცოდეთ, რომ... (აწყვეტინებს).
-ზვიად,ჩვენ მივიღეთ ასეთი...(აწყვეტინებს) -მაგათ აგენტს ლაშქარაშვილს რეკლამირებას ნუ უკეთებთ, თორემ ძალიან სერიოზულ კამპანიას დავიწყებთ რადიო ,,თავისუფლების'' წინააღმდეგ, გესმის? -ზვიად, გესმის, ჩვენ მივიღეთ ისეთი ცნობა, თითქოს ზურა ჭავჭავაძეც დიღუპა. -ჯერ არ დაღუპულა,მაგრამ გინდაც დაიღუპოს, თამარას გამოვაცხადებთ მოღალატედ, გესმის, და მერაბ კოსტავას მკვლელად, რადგან ის მეთოდურად ცდილობდა ამის გაკეთებას, გესმის, წყვეტდა ხოლმე მას ჩვენი აქციებიდან და აი, ისეთ საქმეში გაახვია - რომელიღაც თურქების საქმეში, გესმის, ასე რომ ჩვენ მას გამოვაცხადებთ მოღალატედ, მისი ადგილი ქალაქ თბილისში არ იქნება, ამიტომ თქვენ ეს გაითვალისწინეთ და გულნარასაც უთხარით, რომ ეს აგენტი ლაშქარაშვილი ,,თავისუფლებიდან'' მოშორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თენგიზ, ჩვენ გამოვუცხადებთ ომს პირდაპირ თქვენს რადიოს და ვამხელთ როგორც ერის მტრებს, თუ ისინი ამას არ გააკეთებენ.( ,,ბელადის'' ტონი სულ უფრო და უფრო ისტერიული ხდება, რედ.) -ზვიად,იცი რა, შენ როგორც იტყვიან... საერთოდ, სანამ თქვენ დაიწყებთ ამის გაკეთებას, კარგად დაფიქრდით. -მე ვიფიქრებ, მაგრამ შენ გადაეცი გულნარას, რომ ეს ლაშქარაშვილი... რომ მისი ფეხი არ იყოს რადიო ,,თავისუფლებაში''. -ზვიად, ამას გულნარა არ წყვეტს, ამას მე არ ვწყვეტ, ამას არცერთი ჩვენთაგანი არ წყვეტს, ამას წყვეტს ამერიკის კონგრესი. -მაშინ ჩვენ დავიწყებთ კამპანიას თქევნი რადიოსადგურის წინააღმდეგ. აი, მაშინ ნახავთ! -მაგრამ ეს მხოლოდ თქვენ მოგიტანთ ზიანს, უპირველეს ყოვლისა. -არა არა არ მოგვიტანს ზიან! -კარგი,შენ იცი. -რადიოსადგურში თუ ჩვენი მტრები იჯდებიან.. -მაინც რა, კონკრეტულად რა არ მოგწონს, რომელი გადაცემები? -რომელი გადაცემები? ლაშქარაშვილი იქ ჩვენს წინაღმდეგ ქადაგებს, გვადანაშაულებს, რომ ჩვენ ქართველი ხალხის მტრები ვართ, რომ ჩვენ დავღუპეთ ქართველი ხალხი 9 აპრილს, სუკისტურ პროპაგანდას ეწევა. აგერ კიდევ კაშია, სანამ კაშია და ლაშქარაშვილი თქვენგან არ აილაგმებიან, ჩვენ საერთოდ ბოიკოტს გამოგიცხადებთ, არავითარ ინფორმაციას თქვენ არ მოგცემთ და შენც, თენგიზ, გირჩევ,გაწყვიტო ურთიერთობა ჭანტურიასთან,წინააღმდეგ შემთხვევაში შენ უნდა გახვიდე ჰელსინკის ჯგუფიდან და ჩემთანაც გაწყვიტო ურთიერთობა. -ზვიად,გეხვეწები,ნუ მელაპარაკები ასეთი ულტიმატუმური ტონით, კარგი? -ეს ჩემი საბოლოო აზრია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენგან თქვენ არავითარი ინფორმაცია აღარ გექნებათ და საერთოდ, გავწყვეტ ყოველგვარ ურთიერთობას. აი, ეს იცოდე. - შენი ნებაა, მაგრამ კიდევ დაფიქრდი, შენთვის უარესს გაიკეთებ. -მე უკვე ვხედავ, რომ თქვენი ამერიკა რიბენტროპის პოლიტიკას ატარებს. ის ამ კრემლის აგენტებს გაურიგდა და ჩვენ გაგვყიდეს, გესმის, და შენ თუ ამ გამყიდვლებს მოემსახურები და თუ ქართველი ხალხის ინტერესებს არ დაიცავ, მაშინ შენც უარგყოფთ, გესმის? -ზვიად, ჩვენ ხომ არა გვაქვს არჩევანი,შენ ისე ლაპარაკობ,თითქოს ამერიკის გარდა კიდევ ვინმე იყოს. -თქვენ ვერ ხედავთ, რას აკეთებენ ისინი, არა? ისინი სულ აჩუმათებენ ჩვენს ინფორმაციას და ამ მოღალატეებს,ამ კაგებეშნიკებს უკეთებენ რეკლამირებას, ამ ნაძირალებს, ამათ, ჭავჭავაძე, ლაშქარაშვილი, კაშია-მაშია! ეს ყველა იქ შეგზავნილი აგენტები არიან. აი, ჩვენი საბოლოო აზრი, უბედური კოსტავა მათ მხარს უჭერდა, რადგან ის გამოატვინეს, საერთოდ დაუხშვეს ტვინი ,გესმის! ახლა კი მათივე ხელით მოიშორეს, ასე რომ, თუ თქვენ არ დაგვეხმარებით ამ მავნებლების, კაგებეშნიკების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც კგბ-მ ჩვენ მოგვიგზავნა, მაშინ ჩვენ თქვენც უარგყოფთ. აი, ეს იცოდე! - კარგი, კარგი, ზვიად მე ამას გავითვალისწინებ. (პაუზა). - ალო... - დიახ, დიახ... - მე გავიგე, რომ თქვენ ძალიან ხშირად ესაუბრებით ჭანტურიას და მისგან იღებთ ინფორაციას. იცოდეთ, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია, ეს ყველაფერი დეზინფორმაციაა, ყველაფერი ჭორებია, და რომ არის მავნებელი და მალე იქნება მოკვეთილი ქართველი ხალხისაგან. (საუბარი აქ წყდება. რედ.)
სატელეფონო საუბრები 
ზაქარია ლაშქარაშვილი და გოგი ხოშტარია 
ზაქარია ლაშქარაშვილი და მანანა არჩვაძე
ზვიად გამსახურდიას მუქარის, დაშინების შედეგად რუსუდან ბერიძის მიერ დაწერილი  წერილი.  08.03.1990 წელი
რუსუდან ბერიძე
ვინაიდან ქალბატონ რუსუდან ბერიძის წერილი სათაურით "უსიამოვნო ვიზიტი" კარგად არ იკითხება, ამის გამო ქვემოდ გთავაზობთ დაბეჭდილი სახით.
უსიამოვნო ვიზიტი
1988 წლის შემოდგომაზე დამირეკა მეგობარმა ქალმა (გვარს არ ვასახელებ,რადგან ის გაუგებრობის მსხვერპლი გახდა და თავისდაუნებურად აღმოჩნდა არასასიამოვნო სიტუაციაში) მან მთხოვა ,სტუმრად მიმეღო მისი ნაცნობი,რომელსაც დიდი სურვილი ქონდა ,გაცნობოდა მერაბ კოსტავას მეუღლეს და ირაკლი კოსტავას დედას ,მე დავთანხმდი. დათქმულ დროს ჩემ ოჯახში მოვიდა ჯონი ლაშქარაშვილი ჩემ მეგობარ ქალთან ერთად ამ დროს ჩემთან სტუმრად იყვნენ ჩემი მეგობრები და ახლობლები ქეთევან ბერიძე ,ნატო გაბისონია და მირა მეგედი. აღმოჩნდა ,რომ ჯონი ლაშქარაშვილი ყოფილი პოლიტიკური პატიმარია,რომელიც მიდის საფრანგეთში ,რომ იქ გააგრძელოს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა (როგორც თვითონ აგვიხსნა).მე ძალიან არ მიყვარს ადამიანები ,რომლებიც მძიმე დღეში მყოფ სამშობლოს ტოვებენ(ერთხელ როცა მერაბ კოსტავას ციმბირში ვკითხე ,დათანხმდები თუ არა საზღვარგარეთ რომ წახვიდე,ხომ ხედავ აქედან არასოდეს გაგანთავისუფლებენ მეთქი, მან მიპასუხა თუ ერთი შანსი არის საქართველოში დაბრუნების ,მე კიდევ დიდხანს დავრჩები საპატიმროშიო) მე და ჩემმა მეგობარმა ვაგრძნობინეთ ჯონი ლაშქარაშვილს ,რომ მიუღებლად მიგვაჩნია მისი ნაბიჯი.ამის შემდეგ მან მთხოვა,რამდენიმე წუთს მარტო დავრჩენილიყავით.ჩემი ბინა სტანდარტული პატარა ბინაა მე აღელვებული საკმაოდ ხმამაღლა ვლაპარაკობდი,ამიტომ სამზარეულოში გასული ჩემი მეგობრები უნებურად ისმენდნენ ჩვენს საუბარს ჯონი ლაშქარაშვილმა მოინდომა ჩემგან ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის მიღება(განსაკუთრებით ზვიადის შესახებ) ეტყობა ,ჩათვალა ,რადგან მე და მერაბი დაძაბულ ურთიერთობაში ვიყავით ერთმანეთთან ,მე და ზვიადი კი უბრად, ამიტომ საფრანგეთში გამგზავრების წინ ჩემგან შეიძლებოდა სასურველი შავი ინფორმაციის მიღება. ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ქონდა.ჯერ ერთი, ჩემს თვალწინ გაიარა ზვიადის და მერაბის საოცარი მეგობრობის წლებმა,ჩემ თვალწინ ჩამოყალიბდნენ ისინი როგორც ქართული ეროვნული მოძრაობის აღიარებული წინამძღოლები თან აღმაშფოთებელი იყო,რომ ეს კაცი,რომელიც შავ და ბნელ მომენტებს ეძებდა ზვიადის და მერაბის ცხოვრებაში,მერაბის მეგობრად ასაღებდა თავს.თან მოითხოვდა ჩემგან იმის დადასტურებას,რომ ზვიადი და მერაბი უღირსი და პათოლოგიური ადამიანები არიან. ჯონი ლაშქარაშვილი მე მკაცრად დავითხოვე ჩემი სახლიდან და ვუსაყვედურე ჩემ მეგობარ ქალს ,ასეთი კაცი ჩემ სახლში როგორ მოიყვანე მეთქი.მისთვისაც სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ჯონი ლაშქარაშვილის სტუმრობის მიზეზი და ძალიან შეწუხდა. მართალი გითხრათ,ამ უსიამოვნო შემთხვევის შემდეგ მიჭირს დავიჯერო ,რომ ადამიანს საქართველოსთვის შესტკივა გული. რუსუდან ბერიძე 8.03.90 რუსუდან ბერიძის მონათხრობს ვადასტურებთ. ქეთევან ბერიძე(ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი) ნატო გაბისონია(კულტურის სამინისტროს მეთოდისტი) მირა მეგედი(ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი)
ზაქარია ლაშქარაშვილის განცხადება 1988 წელი
ზვიად გამსახურდია - დამოუკიდებლობის გამოცხადება 09.04.1991
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შეხვედრა ქვემო ქართლის მოსახლეობასთან 1991 წელი

ზაქარია ლაშქარაშვილის ვიდეო ჩანაწერებში ნახსენები წერილები, ინტერვიუები და ფოტოსურათები

მერაბ კოსტავა და მისი ქალიშვილი თამთა კოსტავა
ზვიად გამსახურდია უკანა პლანზე შალვა თაყაიშვილი
პირველი ლეგალური, დისიდენტური ჟურნალი " гласность" 1987 წელი

ღია წერილი
საერთაშორისო ოლიმპიურ კომოტეტს 2007 წელი

მიმართვა ქართველ ერს
(საქართველოს მოსახლეობას,უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს და საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს)
მოგმართავთ საფრანგეთიდან ,პოლიტიკური დევნილი ზაქარია( ჯონი) ლაშქარაშვილი, ყოფილი პოლიტპატიმარი (1983- 1987) საქართველოში დღევანდელ პარტიათა შორის უძველესი პოლიტიკური პარტიის- ''საქართველოს ეროვნული პარტიის"(1972)წ, შემდეგ კი 1980 წლიდან საერთო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე,მის ბაზაზე სახელშეცვლილი ზეპარტიული ''საქართველოს-ეროვნულ განმათავისუფლებელი ორგანიზაციის''( სეგო)ს დამაარსებელი და ხელმძღვანელი.
მე პოლიტიკური მოღვაწეობისთვის ყველაზე მძიმე ,საბჭოთა პერიოდში ვეწეოდი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას,რასაც ბუნებრივია დისიდენტური ხასიათი ჰქონდა .1987 წლის პოლიტპატიმართა ამინისტიის შემდეგ,იმ დროისთვის ერთადერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მივმართეთ საჭოთა უმაღლეს ხელისუფლებას რეგისტრაციისათვის.პასუხად, ვინაიდან არ მოვინანიე და უკვე ლეგალური გზით განვაგრძე პოლიტიკური მოღვაწეობა,საბჭოთა ხელისუფლებამ მოქალაქეობა ჩამომართვა და ქვეყნიდან გამაძევა.1988 წლიდან ვიყავი პირველი არასამთავრობო გაერთიანების,ეროვნული მოძრაობის მიერ დაარსებული ,ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წარმომადგენელი უცხოეთში.
''პერესტროიკის'' შემდეგ ეროვნული მოძრაობა შედარებით უსაფრთხო და ლეგალური გახდა,1988 წლიდან ეროვნული მოძრაობის დაშლა-დანაწევრება იწყებოდა ,დაიწყო პოლიტიკური პარტიების დაარსება .დავინახე,რომ ამ მოძრაობის ლიდერთა უმეტესობის უსაზღვრო პოლიტიკური ამბიციები მიმართული იყო,მომავალი დამოუკიდებელი საქართველოს ხელისულებაში მოსვლისათვის და პირადი ინტერესებისათვის უფრო იბრძოდნენ ,ვიდრე დამოუკიდებლობის რეალურად მოსაპოვებლად,რამდენჯერმე ამაოდ ვცადე მათი წრეგადასული ამბიციების დაოკება.სამწუხაროდ,მართალი აღმოვჩნდი,ამ პოლიტიკური ძალების მოღვაწეობის შედეგმა,განვლილმა ოცწლიანმა პერიოდმა,აშკარად დაადასტურა მათი ამბიციების უსაფუძვლობა,მათი პოლიტიკური გზის მცდარობა.
დღეს,როდესაც საქართველოში უკიდურესად მძიმე ვითარებაა,როდესაც ხელისუფლებამ ცხოვრების ყველა სფერო ლამის სრულ კატასტროფამდე მიიყვანა,ხოლო პოლიტიკური ე.წ ოპოზიცია შეცდომას შეცდომაზე უშვებს,(შეიძლება დანაშაულსაც) ჩვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადავწყვიტეთ,რომ მთელი ძალითა და ენერგიით ჩავერთოთ დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში.რათა ქართველი ერი კრიზისიდან გამოვიდეს. ჩვენ თავს უკვე ვეღარ მივცემთ გვერდზე დგომის უფლებას, დავრჩეთ გულშემატკივრების როლში, რადგან ყოველგვარი იმედი ხელისუფლებისადმი და ოპოზიციისადმი ამოწურულია...
1992 წლიდან ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსული მოქალაქეთა კავშირის და მისი მემკვიდრე, დღევანდელი ნაც.მოძრაობის კლანური დაჯგუფებების მიერ, პოლიტიკური ზეწოლის, ფინანსური შევიწროების და სხვა ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით მოხდა ეროვნული გაერთიანებების აქტიური პოლიტიკიდან განდევნა. ზემოთხსენებული ანტიეროვნული ძალების მაღალჩინოსნების მიერ დაარსებული პარტიების ოპოზიციის პოლიტიკური ველის დაკავება. ფაქტობრივად, დღეს ე.წ.ოპოზიციას,ძირითადად სახელისუფლებო,სატელიტი პარტიები წარმოადგენენ.
მე საქართველოში მოქმედ ყველა ოპოზიციურ გაერთიანებას მივმართავ შემდეგი წინადადებით ..
ვინაიდან ,მათ ვერ მონახეს საქართველოში რეალური დამოუკიდებლობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის, რეალური დემოკრატიის განხორციელების გზები,ვინაიდან ,ამ თვალსაზრისით,მათი ყოველი მცდელობა დაუსრულებელი შეცდომებით იყო აღსავსე,ვინაიდან მათ მიმართ ხალხის ნდობა პრაქტიკულად ამოწურულია და არც არავითარი შანსი არაა ამ ნდობის აღდგენისათვის,მოვუწოდებ ,შეაჩერონ,თუნდაც დროებით, ქართველი ერისთვის უშედეგო პოლიტიკური ოპოზიციური საქმიანობა და ამჯერად მე და ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებას,საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელ ორგანიზაციას (სეგო) დაგვითმონ პოლიტიკური ასპარეზი,რათა მდგომარეობის გამოსწორებისათვის ,უმოკლეს ვადაში მშვიდობიანი საშუალებით შევცვალოთ დღევანდელი ქვეყნის მმართველი ძალაუფლება . ჩვენ უნდა მოგვეცეს ჩვენი რეალური გეგმების განსახორციელებლად,ქვეყნის ეროვნულ სახელმწიფოებრივ გზაზე გადასაყვანად,პოლიტიკური ბრძოლის საშუალება.
წინააღმდეგ შემთხვევაში ,საქართველოში მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებისთვის და შესაძლოა ,სრული კატასტროფისთვისაც,მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან ერთად დაეკისრება ოპოზიციურ პარტიებსაც.
ამასთანავე ,მოგიწოდებთ საქართველოს მოქალაქეობრივი მაღალი შეგნების მქონე მოსახლეობას,რომ მშვიდობიანი გზით აიძულოთ ოპოზიციური პარტიები ,შეაჩერონ ფუნქციონირება ან საბოლოოდ დასტოვონ პოლიტიკური ასპარეზი. ქართველ ერს ამის მიღწევა შეგიძლიათ ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციების ბოიკოტირებით,რაც ამასთანავე გამოიწვევს ამ პერსპექტივადაკარგული ოპოზიციური პარტიებისთვის შემოწირულებების შეწყვეტას და ამით მათი ფუნქციონირების შეჩერებას.
ველოდები ამ მიმართვის ადრესატების,ოპოზიციური პარტიებისა და ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის გამოხმაურებებს,რისი გათვალისწინებითაც გავაგრძელებთ ჩვენ შემდგომ ეროვნულ განმათავისუფლებელ პოლიტიკურ საქმიანობას.
ზაქარია ლაშქარაშვილი
2011 წლის თებერვალი
საფრანგეთი ,ლევილი

თებერვლის ბოლოს გამოვაქვეყნე მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისადმი და ოპოზიციური პარტიებისადმი.

მიუხედავად იმისა,რომ მიმართვას ინტერნეტის მომხმარებელთა (შესაბამისად ,ვფიქრობ,მოსახლეობის) საკმაო რაოდენობის დადებითი გამოხმაურება მოჰყვა,ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებისაგან მე დღემდე არ მიმიღია პასუხი.სავარაუდია,რომ მათ სათქმელი არაფერი აქვთ. ჩემს მიმართვაში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით მე გარკვეული რეიტინგების მქონე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს ვიწვევ სატელევიზიო დებატებში,ხოლო ტელეკომპანიებს ვთხოვ,უზრუნველყონ ასეთი დებატების ორგანიზება. 14.04.2011
-საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის განცხადება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. საზოგადოებაში არის საუბარი რომ იქნება და თუ არა ლეგიტიმური ან კანონიერი არჩევნები?! ზოგიც ფიოქრობს რომ გაყალბდება. (სეგო) საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი ორგანიზაციის პოზიცია ასეთია: რომ საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა სამართლიანი არჩევნები, რაც სახელმწიფოებრივობასთანაა დაკავშირებული... არც პირველი არც მეორე და არც მესამე და არც დღეს ჩატარებული არჩევნები არ იქნება სამართლიანი არსებული მოქალაქეობრივი კანონმდებლობის გამო რომელიც არაა დაახლოვებული ევროპული ქვეყნების კანონებთან და სტანდარტებთან. მაგალითად საქართველოში არ არის სრულყოფილი კანონი მოქალაქეობის შესახებ. პოზიცია და ოპოზიცია აღიარებს ევროპულ კანონმდებლობას, მაგრამ ჩვენთან არაა თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან კანონი მოქალაქეობის შესახებ. ოთხმოცდაათიან წლებში პირველი არჩევნების დროს არ არსებობდა კანონი საქართველოს მოქალაეობის შესახებ, ესეიგი არ არსებობდა საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა, არჩევნები რომელიც ჩატარადა საბჭოთა კანონმდებლობის მიხედვით, შესაბამისად არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს საბჭოთა მოქალაქეებმა. შემდგომი შევარდნაძე სააკაშვილი როდესაც ეს ორი „ხელისუფალი“ ატარებდა არჩევნებს იყო პირდობის ქართული მოწმობა, მაგრამ არ იყო უცხო მოქალაქის დამადასტურებელი საბუთი, ყველა მონაწილე ადმიანი ჩაითვალა საქართველოს მოქალაქედ.
ევროკანონმდებლობით არსებობს სტანდარტი მოქალაქეობის შესახებ. მაგალითად საფრანგეთში მცოხოვრები მოქალაქე შესაბამისად არის ფრანგი, მიუხდევათ იმისა რა ეროვნების და წარმოშობისაა იგი, დაბადებით ფრანგი ფრანგია ასევე ნატურილაცზიით ხდება მოქალაქე. საქართველოში არ არის დაზუსტებული კანონი მოქალაქეობის შესახებ არაა დაზუსტებული ვინაა მოქალაქე და ვინ არა, არ არსებობს უცხოელი მოქალაქის საბუთი, ანუ ვის შეუძლია მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ვის არა. დღევანდელ საქართველოში უცხო ქვეყნიდან შემოსულ მოქალაქეს ყოველგვარი პროცედურების გავლის გარეშე აძლევენ მოქალაქეობას და მათ თვლიან საქართველოს მოქალაქეებად. ჩამოსული არიან ინდოეთიდან, ჩინეთიდან თუ აფრიკის სხვადასხვა ქვეყნიდან. საფრანგეთში ძირითადი ყურადღება ეთმობა ენის ცოდნას (ერვოპის ყველა ქვეყანაში) თუ ჩვენთან დაბადებული აზერბაიჯანელი ან სომეხი, რომელმაც არ იცის ქართული ენა და იგი ითვლება საქართველოს მოქალაქეთ ეს არასამართლიანი და არასწორია... თუ არ იცის ადამიანმა ფრანგული ენა ის ვერ იქნება ფრანგი ანუ მოქალაქე! ასეა ყველა ევროპულ ქვეყანაში. მოქალაქეობა გაიგივებულია ეროვნებასთან ეს ერთ მცნებაშია გაერთიანებული. საქართველოში დღეს გაურკვეველია ვინ არის მოქალაქე– ქართველი და ვინ არა, თუ ადამიანმა არ იცის ქართული ენა შეასბამისად ის ვერ და არ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. ეს ნორმაა ევროპული კანონმდებლობის მიხედვით. ამ მდგომარეობის მიხედვით ვინც იღებს არჩევნებში მონაწილეობას და არ არის დადგენილი მისი ეროვნება – მოქალაქეობა უკანონოა მათი მონაწილეობა არჩევნებში. ამგვარად არ იქნება სრულფასოვანი და სამართლიანი არჩევნები აქდან გამომდინარე, დღეს საქართველოს ბედს არ წყვეტს ქართველი ერი! არჩევნებში მონაწილეობას აღებს არაქართველი მოსახლეობა, რომელიც არ არის დაინტერესბული საქრთველოს წარსულით, ტრადიციებით, კულტურით, სარწმუნოებით და მის მომავლით! ეს არ არის შეცდომა არამედ ეს არის „ხელისუფლების“დანაშაული და უკანონო! (2) დღეს არსებული პარტიები რომლებიც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, სათავეში უდგანან ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც კორუფციის შედეგათ მიღებული ფულით ახდენენ პარტიის დაფინანსებას და შენახვას. -სამწუხაროდ ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკური გაერთიანებები, არიან განდევნილი პოლიტიკური ველიდან და წახალისების მაგივრად განიცდიან დევნას სახვადსხავა ფორმით, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები იდევნებიან პოლიტიკური ველიდან ფინანსური ზეწოლის–სამსახურის არქონის გამო. პარტია არსებობს საწევროს შენატანებით, და თუ პარტიის წევრები არ იქნებიან დასაქმებულნი რათქმაუნდა პარტიის ხაზინაც არ იქნება შევსებული და პარტია ვერ იარსებებს. დღევანდელი პარტიების შექმნა ხდება ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით თანმხლები ოფისებით და ხელფასიანი წევრებით. რაც ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ეს თანხები კი გასაგებია როგორი კორუფციული გზითაა მოპოვებული. ეს არის შავი ფული, და ასეთი პარტიები და მათი საქმიანობა არ არის ლეგიტიმური და დემოკრატილული, ესაა კლანურ– მაფიოზური დაჯგუფებები რომლებიც ატარებენ დღეს არჩვენებს. ( 3 ) ამ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“თუ გაიმარჯვებს ეს არ იქნება ლეგიტიმური! ძალადობრივი მეთოდების გამოყენების გამო. ხოლო იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სხვა პოლიტიკური სუბიექტი მოვა ხელისუფლებაში, ეს მოვლენა უნდა იყოს დროებითი ანუ გარდამავალი რათა მიეცეს შესაძლებლობა და აღადგინოს სამართლიანობა, 1.მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა ვროპულ კანონმდებლობასთან თანხვდერაში. 2.მიეცეს ყველა ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკურ ძალებს საშუალება მოღვაწეობისათვის და შეექმნათ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებებს თანაბარი პირობები. ასე უნდა მომხდარიყო სსრკ–ს დაშლის შემდეგ რათა ახალი ევროპოულ კანონმდებლობასთან მიახლოებული კანონებით მოხდარიყო სრულყოფილად გამართლებული არჩევნების ჩატარება, გარდამავალი მთავრობის მიერ რაც ასე არ მოხდა. დღეს უნდა მოამზადოს გადამავალმა ხელისუფლებამ და შექმნას ევროპულ –ეროვნული პირობები, რათა არ განმეორდეს წარსულის უსამართლობა და მიეცეს თანაბარი უფლება ყველა იმ ეროვნულ სუბიექტს ვინც არაკორუმირულობის გამო ვერ მონაწილეობს დღემდე თავის ქვეყნის მართვაში მის გადარჩენაში, განვითარებასა და წინსვლაში!

ზაქარია ლაშქარაშვილის 1995 წლის საპრეზიდენტო 

არჩევნებისთვის მომზადებული პროგრამა

ვიდეო ჩანაწერებში მოხსენიებული ინტერვიუები

ზაქარია ლაშქარაშვილის და მაია ორჯონიკიძის მიმოწერა

Zakaria Lachkarachvili 
2014 წლის 21 მარტი Zakaria Lachkarachvili 21.03.2014 3:19 Zakaria Lachkarachvili maiagamarjoba! shekitxva maqvs shentan! ara dgevandel movlenebtan, ar exeba es saakashvils d ivanishvils! es exeba uaxles istorias! tu shegidzlia gulcrfelad mesaubro 1991 clebis droindel movlenebtan dakavshirebit? shen piradad ar shegexeba es sakitxi magram iqneb icode, dedashenis shesaxeb maqvs shekitxvebi, romelic zviad gamsaxurdiastan aris dakavshirebuli? 2014 წლის 21 მარტი Maia Orjonikidze 21.03.2014 20:04 Maia Orjonikidze დედაჩემის მაგივრად მე რა გითხრათ,ზაქარია? მკითხეთ,თუ მეცოდინება გეტყვით. Zakaria Lachkarachvili 21.03.2014 22:15 Zakaria Lachkarachvili dedashenis magivrad ara:) mokled vitkvi: me mitxres, rom zviad gamsaxurdias prezidentobis dros, zviadis davalebit shinagan saqmeta saministros arqividan gautaniat zviad da konstantine (mamis) gamsaxurdiebis arqivi da gadauciat xelnacerta institutistvis, anu izastvis. amis shemdeg arqivshi am dosieebis bedi agar ician, aris azri rom zviadma iqidan caagebina da da sxva versiebi kidev... xom araferi ici amis shesaxeb? iqneb izas qonda natqvami, vinmestan tu ulaparakia amis shesaxeb da mogismenia, tu gaitanes institudan da sad, vin gaitana da sad gadaitanes...ai es shekitxva maqvs; shen sheidzleba ar ikavi aseti saqmeebit daintresebuli da kuradgebac ar migiiqcevia. tu sheidzleba amis shesaxeb icodes vinmem... mokled araferi piraduli, uaxles istorias sheexeba da shekitxva informaciulia... madloba! Maia Orjonikidze 21.03.2014 22:38 Maia Orjonikidze ზაქარია,ეს ზუსტად ის საკითხია,რომელიც ბევრზე კარგად ვიცი და მინდა გითხრათ რომ სრულიად არასწორად ხართ ინფორმირებული. დავაკონკრეტებ. 1.ეს არქივი იყო არა მხოლოდ ზვიადის და კონსტანტინესი ,არამედ ბევრად უფრო ფართო-ის შეიცავდა ზოგადად ქართველ მწერალთა დაკითხვის ოქმებს უშიშროების მიერ.ეს იყო სრულიად უნიკალური დოკუმენტები. 2.არქივი,რომელზეც თქვენ საუბრობთ-იმდროინდელმა საქართველოს უშიშროებამ (და არა შსს-მ) გადასცა ლიტერატურის მუზეუმს,რომლის დირექტორიც იმხანად იყო იზა-თუ არ ვცდები 1988 წელს. 3.მას მერე ეს არქივი დაცული იყო მუზეუმში.მაგრამ როდესაც ზვიად გამსახურდია გახდა საქართველოს პრეზიდენტი-მან გამოგზავნა ხალხი,რომლებმაც მისი სახელით გაიტანეს მთელი (და არა მხოლოდ ის ნაწილი,რომელიც შეიცავდა კონსტანტინეს და ზვიადის მასალებს) არქივი და მას მერე ამ არქივის კვალს ვერავინ მიაგნო,ის ან განადგურებულია ან დაკარგული. 4.მუზეუმს ერქვა არა ხელნაწერთა,არამედ ლიტერატურის. ასე რომ თქვენ არასწორად ხართ ინფორმირებული-ზვიდმა კი არ გაუგზავნა არქივი მუზეუმს,პირიქით-მუზეუმიდან გაიტანა. ესაა უტყუარი ინფორმაცია,რომელიც მე პირადად იზასგან მაქვს არაერთხელ მოსმენილი. ამას გარდა,როდესაც სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი,იზას მუზეუმში შსს იყო მისული,რომელსაც ასევე აინტერესებდათ ამ არქივის ბედი.იზამ სრული ინფორმაცია მიაწოდა იმდროინდელ ძალოვანებს არქივის ბედის შესახებ. Maia Orjonikidze 21.03.2014 22:40 Maia Orjonikidze სხვათაშორის ამაზე საინფორმაციო სიუჟეტიც გავიდა ტელევიზიებით,მე პირადად ნანახი მაქვს ეს სიუჟეტი 2004 წლის რუსთავი 2-ის კურიერში. Zakaria Lachkarachvili 21.03.2014 22:54 Zakaria Lachkarachvili martali xar, ara scorad , daaxlovebit utqviat shemtvis, exla rac mitxari martl ufro axlos iqneba simartlestan vidre gagonilze da xuti kacis gamovlil mokolil-gagonilis informacia. ara da es xom saqartvelos istoriaa da aravis qonda misi ase aqet iqittareba, mitumetes ganadgureba! exla vifiqr vin sheidzleba rame icodes amis shesaxeb da radgan literaturis muzeumshi kopila, mainteresebs tu iko kavshirshi literaturuli muzeumi literaturis instituttan sadac zviadi mushaobda? Maia Orjonikidze 21.03.2014 22:57 Maia Orjonikidze ამაზე არ მაქვს ინფორმაცია. Zakaria Lachkarachvili 21.03.2014 23:01 Zakaria Lachkarachvili isedac bevri ram gamagebine, didi madloba, gavkvebi nakvalebs "sherlok holmsivit":))) gza da gza imedia shemomxvdebian ketili, patiosani adamianebi... kargad da kidev madloba! Maia Orjonikidze 22.03.2014 0:00 Maia Orjonikidze არაფრის,რა მადლობა

ვლადიმერ ხომერიკის სტუმრობა ზაქარია ლაშქარაშვილთან

შეხვედრები საქართველოში 2013 წელი

გაფიცვა პარიზში
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მარი ლეპენის შეხვედრა ამომრჩეველთან
მარი ლეპენის საარჩევნო კამპანიის დროს
             
© Copyright საავტორო უფლება დაცულია საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი ორგანიზაცია "სეგო"
ადმინისტრატორი ზურაბ გრიგალაშვილი